მსოფლიო
მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ აშენება ათ წელზე ნაკლებ დროში იქნება შესაძლებელი - ილონ მასკი
მილიარდერი ილონ მასკი აცხადებს, რომ SpaceX-ი მთვარეზე „თვითგანვითარებადი ქალაქის“ შექმნაზეა ფოკუსირებული, რომლის აშენებაც „ათ წელზე ნაკლებ დროში“ იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, მარსზე მსგავსი გეგმის შესრულებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
მასკმა აღნიშნა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან, ხოლო მთვარეზე მოგზაურობა ყოველ ათ დღეში შეიძლება.
„მათთვის, ვინც არ იცის, SpaceX-მა უკვე გადაიტანა ყურადღება მთვარეზე თვითგანვითარებადი ქალაქის მშენებლობაზე, რადგან პოტენციურად ამის მიღწევა ათ წელზე ნაკლებ დროში შეგვიძლია, მაშინ როცა მარსზე მას 20+ წელი დასჭირდება. SpaceX-ის მისია იგივე რჩება: ცნობიერებისა და სიცოცხლის ისეთი სახით გავრცელება, როგორიც ჩვენ ვიცით, ვარსკვლავებამდე. მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც პლანეტები ყოველ 26 თვეში ერთ ხაზზე განლაგდებიან (მოგზაურობის ხანგრძლივობა ექვსი თვეა), მაშინ როცა მთვარეზე გაფრენა ყოველ ათ დღეში შეგვიძლია (მოგზაურობის ხანგრძლივობა ორი დღეა). ეს ნიშნავს, რომ მთვარის ქალაქის აშენება მარსზე გაცილებით სწრაფად შეგვიძლია. ამის მიუხედავად, SpaceX-ი ასევე შეეცდება მარსზე ქალაქის აშენებას და ამის გაკეთებას დაახლოებით 5-7 წელიწადში დაიწყებს. უმთავრესი პრიორიტეტი ცივილიზაციის მომავლის უზრუნველყოფაა და ამისთვის მთვარე უფრო სწრაფია“, – წერს ილონ მასკი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


