კომენტარი
მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიის ზეიმია - კობა ნარჩემაშვილი
„ქართული ოცნების“ წევრის კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, თამაზ მეჭიაურის სარჩელთან დაკავშირებით, მცხეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - დემოკრატიის ზეიმია.
მედიასთან საუბარში, ნარჩემაშვილი მოუწოდებს მხარეებს მიიღონ სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტად და პატივისცენ მას.
„ჩემი აზრით, ეს არის დემოკრატიის ზეიმი - შეიძლება ასე შევაფასოთ, როდესაც არსებობს იმის საშუალება, რომ ოპოზიციონერ კანდიდატს ჰქონდეს გაპროტესტების საშუალება, როდესაც სასამართლო იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე ვღებულობ სასამართლო გადაწყვეტილებას როგორც ფაქტს.
მოვუწოდებ მხარეებსაც, მიიღონ ეს გადაწყვეტილება და პრეტენზიის შემთხვევაში იმოქმედონ სამართლებრივი მეთოდებით. თუ რაიმე ეჭვები არსებობს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს საკითხი იყო განხილვის საგანი, იგივე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, თუ ამ პრეტენზიას, რომელიმე მხარე გამოთქვამს,“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის სარჩელი დააკმაყოფილა და თიანეთის საოლქო კომისიის დადგენილება გააბათილა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, თიანეთში მერის არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური გამოცხადდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


