კომენტარი
მცირე ხნით ციხეში ჩასმა, `არჩევნები გადავაგოროთ` შეთანხმებით - ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეზე
მცირე ხნით ციხეში ჩასმა, "არჩევნები გადავაგოროთ" შეთანხმებით, - ასე ეხმაურება აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მისი ცემის საქმეზე ბრალი წარედგინა.
თორდია დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძეს ბრალი მსუბუქი მუხლით წარედგინება, გადაწყვეტილება კი არჩევნებს უკავშირდება.
"მოვლენების სავარაუდო განვითარება - ბრალის წარდგენა მსუბუქი მუხლით, მოტივი - მთვრალი თორდია ლანძღავდა და მათ მოუწიათ ძალის გამოყენება. მცირე ხნით ციხეში ჩასმა, "არჩევნები გადავაგოროთ" შეთანხმებით," - წერს ლაშა თორდია სოციალურ ქსელში.
ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მისი ადვოკატები განცხადებას გააკეთებენ.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენის საქმეზე მთავარ პრკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ფარცხალაძეს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წარედგინა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი გასული წლის 12 მაისს თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა.
ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხა.
ლაშა თორდიას განცხადებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია, რომელიც იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


