კომენტარი
მცდელობაა, რომ მთლიანად გააქრონ პოლიტიკური სპექტრი და სრულად მოკლან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი - თაზო დათუნაშვილი
ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, პირდაპირ ზღაპარს, ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი ტყუილი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა პარტიის ლიდერების წინააღმდეგ.
„მცდელობაა, რომ მთლიანად გააქრონ პოლიტიკური სპექტრი და სრულად მოკლან ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ვხედავთ პროკურატურის აბსურდს, ზღაპარს. ბრალდების ყველა სიტყვა, რომელიც მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, სიცრუე და თითიდან გამოწოვილი სრული ტყუილი. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ჩვენი პარტიის ლიდერების წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული, რომელსაც რეჟიმი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ახორციელებს. ივანიშვილი ამოცანაა, კიდევ ერთხელ ციხეში ჩასვას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ამით გაანეიტრალოს ჩვენი ბრძოლა, რომელშიც ვართ ჩართული რეჟიმის წინააღმდეგ. რუსულმა ოცნებამ პოლიტიკური პროცესის მოსპობა ვერაფრით ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, არც იმ აბსურდის სჯერათ, რასაც ჰქვია პარტიების გაუქმების პროცედურა და გადაწყვიტა, დაატუსაღოს და ციხეში ჩასვას მთლიანად პოლიტიკა. ვერცერთი ბრალდება ვერ გააჩერებს ჩვენს პოლიტიკურ და სამართლებრივ წინააღმდეგობას ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. „ლელო – ძლიერი საქართველო“ იბრძოდა და გააგრძელებს ბრძოლას ყველა კონსტიტუციური, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით, რომ რუსული 200-წლიანი ბატონობა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის - მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


