კომენტარი
მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ წამოვწევთ, ეს იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა - ირმა ინაშვილი
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით,მისი პარლამენტში საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა იქნება.
ამის შესახებ ინაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის დაწყებამდე განუცხადა.
„მოვდივარ დამძმიბული იმ 12 წელით, რაც გავიარე ჩემს გუნდთან ერთად. ეს იყო ბრძოლის წლები, ეს იყო უსამართლობასთან ბრძოლის წლები და სწორედ მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ წამოვწევთ, ეს იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა“,-აღნიშნა ინაშვილმა.
დღეს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სესია გაიმართება, რომელიც, ძირითადად, პროცედურულ ხასიათს ატარებს.
დღევანდელ სესიაზე იქნება არჩეული პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები.
როგორც „პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, პარტიიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ირმა ინაშვილის კანდიდატურას წარადგენენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


