კომენტარი
მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა გამომძიებლებს კორუფციის დაფარვას აიძულებს - ირაკლი აბესაძე
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ,,ევროპული საქართველოს’’ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, გამომძიებლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით გადაცემულ მილიონი ლარის ქონებას.
როგორც აბესაძე ამბობს, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა გამომძიებლებს კორუფციის დაფარვას აიძულებს.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად ,,ქართული ოცნება’’ და ამ შემთხვევაში მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აგდებს იმ პროფესიონალ გამომძიებლებს, რიგით სამართალდამცავებს, რომელთაც ევალებათ ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გაპრავება და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება, რომლებიც არიან დაკავებული კორუფციით და მექრთამეობით.
ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საჯარო სივრცეში ვსაუბრობთ დიდი ხანია, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება გაეცა ერთი მილიონი ლარი,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


