მსოფლიო
მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 5.6% უმუშევარია
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 192 მილიონი ადამიანი უმუშევარია, ანუ მსოფლიოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 5.6% დაუსაქმებელია.
უმუშევრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ აფრიკაში - აქ მოსახლეობის 11.7%, ანუ 8.7 მილიონი ადამიანია უმუშევარი.
ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში უმუშევრობის დონე ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალია და 8.5%-ს შეადგენს.
ანგარიშში მითითებულია, რომ 2017 წელს თითქმის 1.4 მილიარდი დასაქმებული ადამიანი მხოლოდ ღარიბულად ცხოვრების უზრუნველყოფას ახერხებს. მოსალოდნელია, რომ 2019 წლისთვის მათი რიცხვი 35 მილიონი ადამიანით გაიზარდოს. განვითარებად ქვეყნებში მგავს მდგომარეობაში 4 დასაქმებულიდან 3 იმყოფება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში სიღატაკის მასშტაბი მცირდება, ხოლო 2018 წლისთვის მოსალოდნელია, რომ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრებ დასაქმებულთა რიცხვი 176 მილიონამდე დავიდეს, რაც მსოფლიოს დაკავებული მოსახლეობის 7.2% იქნება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


