უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 იანვარი, 2026 11:55
font-size

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებას რამდენიმე ქვეყანა დათანხმდა, მათ შორის ბელარუსი, აზერბაიჯანი, უნგრეთი და ისრაელი.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„ახლახან მოვაწერე ხელი დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აშშ-ის წინადადება და გავხდეთ ამ საბჭოს დამფუძნებელი წევრი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების პირობებისა და ერთი მილიარდი დოლარის შენატანის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე, ლუკაშენკომ უპასუხა, რომ თანხის გადახდა საჭირო არ არის. ალექსანდრ ლუკაშენკომ განმარტა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ამ ორგანიზაციაში დამფუძნებელი წევრის სტატუსით მონაწილეობა თანხის გარეშე შეიძლება.

„სამი წლის შემდეგ თუ მოისურვებთ, გააგრძელოთ მუშაობა არჩევის, მიწვევის ან დანიშვნის გარეშე, გადაიხდით მილიარდ დოლარს და იმუშავებთ კიდევ სამი წელი. მილიარდი დოლარია საჭირო, თუ გსურთ, სამი წლის შემდეგაც გააგრძელოთ მუშაობა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი პირობა: მშვიდობისთვის თუ კარგად მუშაობთ, მაშინ შეგიძლიათ, გააგრძელოთ მილიარდის გარეშე. მე ამ უკანასკნელით ვხელმძღვანელობ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევას და შეუერთდება „მშვიდობის საბჭოს“.

ამასთან, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევა, შეუერთდეს „მშვიდობის საბჭოს“.

„აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა, აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“,- ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ასევე დაადასტურა, რომ დათანხმდა „მშვიდობის საბჭოში“ აშშ-ის პრეზიდენტის მიწვევას. „პრეზიდენტმა ტრამპმა უნგრეთი დამფუძნებელი წევრის რანგში „მშვიდობის საბჭოში“ მიიწვია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საპატიო მოწვევა მივიღეთ“, – აღნიშნა ორბანმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის მიწვევას ასევე დათანხმდა არგენტინა, უნგრეთი, ყაზახეთი, მაროკო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.

წყარო

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი