მსოფლიო
მსგავსი შეხვედრები მაშინაა სახიფათო, როცა ამას მოჰყვება სხვადასხვა ალიანსის გაფართოება რუსეთის მიმართულებით - ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი პენსის ვიზიტზე
„არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს ესტონეთსა და საქართველოში.
როგორც პესკოვმა „RUSSIA TODAY“-ს განუცხადა, კრემლისთვის მსგავსი შეხვედრები მაშინაა სახიფათო, თუკი ამას მოჰყვება ალიანსებისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთის მიმართულებით.
„ისინი [საქართველო და ესტონეთი] სუვერენული ქვეყნები არიან, რომლებიც, თავისთავად თავისი შეხედულებისამებრ აყალიბებენ ურთიერთობას თავიანთ საერთაშორისო პარტნიორებთან. ამაში არანაირი პრობლემა არაა. მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემად მაშინ იქცევა, როცა ამას მოჰყვება სხვადასხვა ალიანსისა და მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ჩვენი საზღვრების მიმართულებით“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე აღნიშნა RT-სთან, რომ რუსეთი პატივს სცემს მისი მეზობლების თანამშრომლობას აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თავისი პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში ორდღიანი ( 31 ივლისი- 1 აგვისტო) ვიზიტით საქართველოში იმყოფება. მანამდე ის ესტონეთს სტუმრობდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


