კომენტარი
მრევლის თვალში მაინც შეინარჩუნონ სახე: გიორგი ფანცულაია-მიქაელ ბოტკოველს პასუხობს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით, მისთვის დიდი ხანია ცნობილია რიგი სასულიერო პირების მონაწილეობა და სურვილები ე.წ ციანიდის საქმესთან მიმართებაში.
ამასთან ფანცულაიამ საპატრიარქოს მდივნის მიქაელ ბოტკოველის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ მედიას საქმის დახურული სასამართლო სხდომის აუდიომასალა ადვოკატებმა გადასცეს.
ფანცულაიას თქმით, აღნიშნული მასალები იმ პროკურატურასაც აქვს, რომელსაც მიქაელ ბოტკოველი ნდობას უცხადებს.
„ბატონი ბოტკოველისა და სხვა რიგი სასულიერო პირების დამოკიდებულება, მონაწილეობა და სურვილები ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია. მრევლის თვალში მაინც შეინარჩუნონ სახე და მრევლის თვალში მაინც იყვნენ ობიექტურები. ნუ იქნებიან ისე, რომ ყველაფერში პროკურატურას ეთანხმებოდნენ.
მე მინდა ვუთხრა, მამა მიქაელ ბოტკოველს, რომ ასევე ეს მასალები აქვს იმ პროკურატურას, რომელსაც ის ნდობას უცხადებს და ასევე იმ სასამართლოს და იმ მოსამართლეს, რომელსაც ის ნდობას უცხადებს“,-აღნიშნა ფანცულაიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


