კომენტარი
მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალს წაუყენებდნენ - ზაზა სარალიძე
მქონდა იმედი, რომ გონს მოვიდოდნენ და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის 9-საათიანი გამოკითხვის კომენტირებისას.
მისი თქმით, როგორც მინიმუმ, სუბელიანმა ნახა მკვლელი კალანდიების ოჯახში და სამართალდამცველ სტრუქტურებს არ შეატყობინა.
როგორც სარალიძემ აღნიშნა, მის მიერ ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნა 10 ივნისამდე დამნაშავეების დასჯის შესახებ ძალაში რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციები განახლდება.
„რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები?! პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი“, - განაცხადა სარალიძემ.
ცნობისათვის, მირზა სუბელიანმა შსს-ს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და შესაბამისად, გამოკითხვის შესახებ ვერ ისაუბრებს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


