კომენტარი
მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს, რომ დაძაბულობა ხელოვნურად არ შექმნან - თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრის, უწყებათაშორისი კომისიის თავმდჯომარის, თეა წულუკიანის შეფასებით, გუშინ რიგი დეპუტატი ნეგატიური პროცესების პროვოცირებას ცდილობდა.
წულუკიანმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მოუწოდა პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, მაჟორიტარობის კანდიდატებს დაძაბულობა ხელოვნურად არ შექმნან.
„ვფიქრობ ნებისმიერ ქვეყანაში, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ციებ-ცხელება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, თუმცა ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა ნეგატიური პროცესების პროვოცირებას.
როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, მინდა, ყველას მოვუწოდო პოლიტიკოსს, დეპუტატს, მაჟორიტარობის კანდიდატს, ნებისმიერი პარტიიდან, რომ ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანიისას სახელმწიფოს მხრიდან დაძაბულობა არ არსებობს. შეეცადონ, რომ ერთმანეთს შეეჯიბრონ მშვიდ გარემოში, რადგან ნებისმიერ ასეთ პროვოცირებულ დაძაბულობებს უყურებს ამომრჩეველი და ამომრჩეველზე უნდა იყოს გათვლილი ნებისმიერი ქმედება.
ვიმედოვნებ, გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება ამომრჩევლის მხრიდან იმ პოლიტიკოსებზე და პარტიებზე, ვინც ამაში მონაწილეობდა. კარგია, რომ მდგომარეობა მალე სიმშვიდეს დაუბრუნდა.
ვისურვებ, რომ ვინც დააკავეს, მალე გათავისუფლებულიყოს, რათა შეძლონ გააგრძელონ მაქსიმალურად სწრაფად, თავიანთი კამპანია, რომელიც უნდა აწარმოონ კანონის ფარგლებში“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


