კომენტარი
მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ - ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობას
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობას“ წაგების შემდეგ ექნებოდა დესტაბილიზაციის მცდელობა. თუმცა, გუშინ გამოჩნდა, რომ მათ ამის რესურსი ნამდვილად არ აქვთ, მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაც.
,,შესაბამისად, ისინი ვერ შეძლებენ პროცესებში დესტაბილიზაციის შეტანას. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დავიცავთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მათ მოვუწოდებ, ნუ გაიქაჩებიან იმაზე, რისი რესურსიც არ აქვთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ ისინი ვერანაირად ვერ მოახერხებენ დესტაბილიზაციის გამოწვევას”,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ვინმეს აქვს მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„ჰქონდა თუ არა ვინმეს დესტაბილიზაციის მცდელობა, ამას დააზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით დავინტერესდებით ჩვენც. ჩვენი პასუხისმგებლობაა, არავის მივცეთ დესტაბილიზაციის გამოწვევის საშუალება. გვექნება კომუნიკაცია და თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან და მათთან ერთად გავერკვევით ყველაფერში.
ზოგადად, დესტაბილიზაციის საფრთხეს რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს სააკაშვილი, ვაშაძე, შკლიაროვი არჩევნებამდე. შესაბამისად, აქ არ იყო საუბარი ვარაუდებზე, ეს იყო მუქარა, რომელიც გვესმოდა სააკაშვილის, ვაშაძის, შკლიაროვის მხრიდან. ამას განხორციელების პერსპექტივა არ აქვს. ვართ პასუხისმგებლები სიტუაციის მართვაზე და ხელისუფლებას აქვს ყველა რესურსი, მართოს სათანადოდ პროცესები”,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, კობახიძე აცხადებს:
,,შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა, ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


