კომენტარი
მოვიდეს მეუფე პეტრე და პირში მითხრას იგივე - მეუფე იაკობი
ქორეპისკოპოსი იაკობი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„ჩემი მისამართით რასაც ამბობს მეუფე პეტრე, მოვიდეს და პირში მითხრას. თუ უნდა რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი ჰქონდეს და პატივისცემა, ასეთი რაღაცეები არ უნდა ილაპარაკოს. მეუფეს უნდა შერცხვეს. რომ შემხვდება როგორ იქნება არ ვიცი, როგორ შემხვდება, როგორ უნდა შემხვდეს. დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, ჩემგან თანადგომის მეტი არაფერი არ უნახავს და ასეთ სამარცხვინო რაღაცას ჩემზე რომ ამბობს, თვითონ იცის რომ იტყუება“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი თქმით, საპატრიარქოში პატრიარქის გარდა, არ არსებობს არც ერთი ადამიანი, ვინც მას რაიმე დავალების შესრულება მოსთხოვს.
„პატრიარქის გარდა სინოდში არ არსებობს არც ერთ მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი თუ ეპისკოპოსი, მე ბრძანებას მაძლევდეს. უწმიდნესი კიდევაც მიბრძანებს, კიდევაც დამავალებს. თუ უწმინდესი დაავალებს ქალბატონ შორენას რამეს, და თუ ის გადასცემს ამას სასულიერო პირებს, მაშინ ყველა ასრულებს დავალებას. ჩემს საქმეში მე დავალებას პატრიაქის გარდა ვერავინ ვერ მაძლევს. სამარცხვინოა ამაზე საუბარი“,-განმარტა მეუფემ.
კითხვაზე, მართლაც აქვს თუ არა საპატრიარქოში დიდი გავლენა შორენა თეთრუაშვილს, როგორც ამას მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, ქორეპისკოპოს იაკობის თქმით, „შეიძლება მეუფე პეტრეზე აქვს და უნდა მისი გავლენისგან გათავისუფლება“.
მეუფე იაკობი მომხრეა, რომ საპატრიარქოში აუდიტი შევიდეს. მეტიც, მისი თქმით, „შიდა აუდიტი მე უნდა გამეკეთებინა. მე ვაკეთებდი მაგას, მამალძე იბრალებს და არაფერი პრობლემა არ იყო იმაში, რომ გვცოდნოდა, სად როგორ მიმდინარეობს და რა შეიძლება უკეთესად გაგვეკეთებინა. ფინანსებთან დაკავშირებით საპატრიარქოში არანაირი პრობლემა არ არის“,-აღნიშნა მეუფემ.
ამასთან, მეუფე იაკობი მიიჩნევს, რომ მისი სახელი ამ ბოლო დროს ხშირად იმიტომ ისმის, რომ რიგ სასულიერო პირს მისი ეშინია.
„ჩემი სახელი იმიტომ ფიგურირებს, რომ ჩემი შიში აქვთ, იმიტომ რომ მაპატიეთ და მაიმუნობის საშუალებას არ ვაძლევ არავის, ვინც არ უნდა იყოს ის“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.
გუშინ, რუსთავი2-ის ეთერში მეუფე პეტრემ მეუფე იაკობზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი ”უნებლიე თანამონაწილეა შორენა თეთრუაშვილის ინტრიგების”.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


