მსოფლიო
მოსკოვში ქართული ტაძრის მაგივრად ღვინის სახლი გაიხსნება - შეშფოთებული მრევლის პოსტი სოციალურ ქსელში
„მოსკოვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართული ტაძრის სარდაფში საცხობია გახსნილია და პირველ სართულზე რემონტი მიდის და მალე ისტორიული შენობის მაგივრად ღვინის სახლი გაიხსნება“, - ამის შესახებ ფეისბუკმომხმარებელმა გივი მდივნიშვილმა დაწერა, რომელმაც პოსტს ამის ამსახველი ვიდეო დაურთო.
„შეშფოთებას ვეღარ ვმალავ! მოსკოვის ქართულ ეკლესიაში გახსნილია კაფე-ბარი და სამარხვო დღეებში იქ ამზადებენ ხორციან კერძებს, ხინკალს, ჩაშუშულს, მწვადებსა და ა.შ.. შევედით და ჩაშუშული და ხინკალი შევუკვეთეთ, გამოვედით და გადავყარეთ ეს ყველაფერი ნაგავში - ვაჩვენეთ, რომ ასე არ უნდა იყოს, ეს სირცხვილია! გიორგის სახელობის ტაძრის ეზო ბიზნეს-ცენტრად აქციეს. ტაძრის სარდაფში საკონდიტრო ცეხია გაკეთებული და ისინი მუშაობენ შეკვეთებზე. ფილიალები მთელ მოსკოვშია. ასევე ტაძარში სურთ მაღაზიის გაკეთება. ხალხი ამბობს, რომ იქ ღვინოს გაყიდვას აპირებენ. ამ სარდაფში ყველაფერია სიწმინდის გარდა“, - დაწერა სოციალური ქსელის მომხმარებელმა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


