მსოფლიო
მოსკოვში ანონიმური ზარების გამო ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
მოსკოვში ანონიმური ზარების გამო სადგურებზე, სავაჭრო ცენტრებსა და უნივერსიტეტებში ევაკუაციის პროცესი მიმდინარეობს. РИА Новости-ის ინფორმაციით, ანონიმური ზარების მიხედვით ზოგიერთი შენობა დანაღმულია.
სამართალდამცველები 23 ობიექტს ამოწმებენ, მათ შორისაა კიევის, იაროსლავისა და კაზანის სადგურები, სავაჭრო ცენტრი „მეტროპოლისი“ და საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იძებნებიან ანონიმური ზარების ავტორები.
რუსეთის რკინიგზაში განაცხადეს, რომ ევაკუაცია არ აისახა სადგურების მუშაობასა და მატარებლების მოძრაობაზე.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო დროს რუსეთის დიდ ქალაქებში გახშირდა ანონიმური ზარები ადმინისტრაციულ შენობებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, კინოთეატრებსა და სადგურებში დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, გუშინ ანონიმური ზარების გამო 22 ქალაქში 45 ათასი ადამიანი იყო ევაკუირებული. არცერთი შეტყობინება არ დადასტურდა. დღეს ასაფეთქებლის შესახებ შემოსული ზარების გამო 17 ქალაქში 190 ობიექტია შემოწმებული.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


