მსოფლიო
მოსკოვის მიერ `პერსონა ნონ-გრატად` გამოცხადებული ბრიტანელი დიპლომატების რაოდენობა გაზარდა
სერგეი ლავროვის უწყება რუსეთიდან დამატებით კიდევ 27 დიპლომატს აძევებს. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.
დიპლომატიური მისიის შესამცირებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა. დღეიდან სანქტ-პეტერბურგში ამერიკის გენერალურმა საკონსულომაც შეწყვიტა მუშაობა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკონსულოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვაშინგტონმა 60 რუსი დიპლომატის გაძევებასთან ერთად, სიეტლში მოქმედი რუსეთის საკონსულო დახურა. რუსმა დიპლომატებმა საკონსულო დღის ბოლომდე უნდა დაცალონ და შემდგომ ქვეყანაც დატოვონ.
30 მარტს, რუსეთში დიპლომატიური მისიის შემცირების, ასევე საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რაოდენობის დიდ ბრიტანეთში რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობასთან გასათანაბრებლად მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა.
ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს დააკისრა.
14 მარტს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა.
რუსი დიპლომატები 30-მდე სახელმწიფომ გააძევა, მათ შორის საქართველომაც.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


