მსოფლიო
მოსკოვის მერიამ ბორის ნემცოვის ხსოვნას მიძღვნილი მარშის გამართვაზე თანხმობა განაცხადა
მოსკოვის მერიამ რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის ხსოვნას მიძღვნილი მარშის გამართვაზე თანხმობა განაცხადა და მსვლელობის მარშუტიც შეაჯერა.
მარშის ორგანიზატორები 26 თებერვალს ქალაქის ცენტრში 13:00-ზე შეიკრიბებიან, მსვლელობა კი 14:00-ზე - 16:00 საათამდე გაგრძელდება.
ორგანიზატორების ვარაუდით მარშს 30 ათასი ადამიანი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმეზე მაშინ 5 ეჭვმიტანილი პირი დააკავა, რომლებსაც მოგვიანებით ბრალი წაუყენა.
ერთ–ერთმა ბრალდებულმა ზაურ დადაევმა დანაშაული აღიარა, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ „დაკავებისას ბრალი რომ არ ეღიარებინა, ადგილზე მოკლავდნენ“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


