კომენტარი
მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ - კახა კოჟორიძე
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში საუბარია დანაშაულის შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძემ.
კოჟორიძე გამოეხმაურა მოსამართლე შავაძის განცხადებას, სადაც ის ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, დავით მამისეიშვილს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ მასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების გამო, დევნიდნენ.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, რაც პირდაპირ წერია კანონმდებლობაში.
„მე ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, მაგრამ უნდა გავიაზროთ ის, რომ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა დგას თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობასა და დაცულობაზე. მე პირადად შევხვდი მოსამართლე შავაძეს რამდენიმე დღის წინ და ვესაუბრე ამ საკითხზე. ის საუბრობს იმაზე, რაზეც უკვე საჯაროდ საუბრობს რამდენიმე დღეა. ის რომ მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით არის კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, პირდაპირ წერია ჩვენს კანონმდებლობაში.
ახლა მთავარია, რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე საბჭო იმსჯელებს, ვერ იქნება საკმარისი პასუხი იმიტომ, რომ საუბარია დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებზე, ამიტომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით და ცოტა უცნაურია, რომ ათ დღეზე მეტია გასული და ჯერჯერობით საზოგადოებამ ასეთ მნიშვნელოვან დარღვევებზე ისიც კი არ იცის, დაიწყო თუ არა გამოძიება“, – განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და ამავე სასამართლოს თავჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.
შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


