მსოფლიო
მონტენეგროს პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
მონტენეგროს პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. ქალაქ ცეტინში გამართულ გასვლით სხდომაზე დოკუმენტს მხარი დარბაზში მყოფმა 46-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრაში ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია. ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
დემონსტრანტებმა კენჭისყრის პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშა დაწვეს.
გასული წლის ოქტომბერში ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ საპარლამენტო ასამბლეას ბოიკოტი გამოუცხადა.
11 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მონტენეგროს (ჩერნოგორია) ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების აქტს. ამგვარად, მან დაამტკიცა ამერიკის კონგრესის 29 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების შეთანხმების რატიფიცირება მოხდა
მონიკა დვალიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


