კომენტარი
მონარქიის აღდგენა თავად-აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას ნიშნავს - რომან გოცირიძე
ხელისუფლება მოიცვა სიბნელემ, საქართველოს მმართველობას ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ „ქაჯურ-დელოკრატიული“ მმართველობა, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო მონარქიის საკითხის კომენტირებისას.
„როდესაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ მონარქიის აღდგენა, ანუ მეფის დაბრუნება არის კარგი იდეა და ამ საკითხს განიხილავენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას წინ ვერ წაწევენ.
ქვეყანაში სავალალო სურათია, ხელისუფლება არაპროგრესულია, ჩამორჩენილი და მათი იდეები სახიფათოა. მონარქიის აღდგენა თავად-აზნაურობის ინსტიტუტის აღდგენას ნიშნავს, მაშინ მიწებიც დავურიგოთ ამ თავად-აზნაურობას“, - განაცხადა გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ხაზი გაუსვა საკუთარ თავადურ წარმომავლობასაც.
„გოცირიძეებს რაჭაში ათი სოფელი გვქონდა და 200 ყმა გვყავდა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


