კომენტარი
მომიახლოვდა, გამიყვანა გვერდით... მე ამ სიტყვებს რა თქმა უნდა ვერ და არ გავიმეორებ - ოხანაშვილი ვატო წერეთელზე
მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ტვ პირველის დამფუძნებელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
ოხანაშვილი ეჭვს გამოთქვამს, ვატო წერეთლის "თრობაზე" და ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
"მე ამ სიტყვებს რა თქმა უნდა ვერ და არ გავიმეორებ. აქედან გამომიდინარე, მე დაუყოვნებლივ ჩავაყენე ჩვენი ამერიკელი მეგობრები საქმის კურსში, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია აბსოლუტურად ყველას გადაადგილება , იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს, ყველამ ნახოს და ეყოს ადამიანობა ყველას, რაც გააკეთა. როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით, თქვას ეს ყველაფერი, გასარკვევია რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, მე არ გამოვრიცხავ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა და ჩაიტაროს ექსპერტიზა სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება და თუ ეს დადასტურდება, აშშ-ს საელჩოში ადამიანი ესეთ მდგომარეობაში მიდის, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსებისშემლახველ სიტყვებს ეუბნება.
მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა შემთხვევები პროვოცირებული, ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გაცდა ყოველგვარ საზღვარს და შესაბამისად, მე მზად ვარ და სურვილია ჩემი, მექნება შეხვედრა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სურვილს გამოვთქვამ, რომ გასაჯაროვდეს ყველაფერი.
იქ იყვნენ ადამიანები, ვინც დაინახეს როგორ მოვიდა, როგორ მომიახლოვდა, როგორ გამიყვანა გვერდით და ა.შ. მზად ვარ ამისთვის. ამას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და ამ საკითხს პრინციპულად დავსვამ",- აცხადებს ოხანაშვილი.
ინფორმაციითვის, ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ვატო წერეთლის განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები. „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


