კომენტარი
მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მგზავრობის შესაძლებლობა ექნება- ვიქტორ დოლიძე
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენისა და ევროკავშირში უვიზოდ მგზავრობა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან შეეძლებათ.
ამის შესახებ დოლიძემ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ შეჩერების მექანიზმზე მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამიერიდან, უვიზო რეჟიმის მიღებისთვის ძალიან ცოტა პროცედურა რჩება.
„დღეს გრძელდება ევროპარლამენტში, ლიბეს კომიტეტში განხილვები და მე იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას მიღწეულ შეთანხმებაზე კენჭისყრაც გაიმართება, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება“,-აღნიშნა მინისტრმა.
ვიქტორ დოლიძემ განმარტა, რომ მომავალ კვირას კენჭისყრა არა მარტო შეჩერების მექანიზმზე, არამედ უკრაინისთვის და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებაზეც გაიმართება.
„ეს არის პარალელური რეჟიმი. გადაწყვეტილების მიღება და შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული გადაწყეტილების მიღება. შემდგომ უკვე არის დარჩენილი ის, რომ ამოქმედების ვადები განისაზღვროს. მე მგონი არ დასჭირდება ამას დიდი ხანი და როგორც ვვარაუდობდით, ჩვენ მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებს უკვე ექნებათ საშუალება, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირისა და შენგენის ზონაში“,-განაცხადა დოლიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


