კომენტარი
მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღეში გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას არ გვაქვს - პაატა სალია
უზენაესი სასამართლოს მიერ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, დღეს გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია.
ადვოკატი მიზეზად მოსამართლეების აცილებასთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს ასახელებს.
ადვოკატი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა განიხილონ საქმე ალავიძემ, ქათამაძემ და გასიტაშვილმა.
ამასთან, სალიას გაუგებრად მიაჩნია რუსთავი 2-ის არგუმენტები ორი კონკრეტული მოსამართლის, მზია თოდუასა და ნინო გვენეტაძის აცილებასთან დაკავშირებით.
„მოლოდინი იმისა, რომ ერთ დღეში გამოიტანს სასამართლო გადაწყვეტილებას არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ჯერ სასამართლომ უნდა დაიწყოს მსჯელობა აცილების შესახებ შუამდგომლობებზე. ჩვენმა მხარემ დააყენა იმ მოსამართლეების აცილება, ვისზეც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად მიკერძოებულნი არიან.
რაც შეეხება კონკრეტულად იმ ორ მოსამართლეს, რომელზეც საუბრობს ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე, იკვეთებოდა გარკვეული მონაწილეობა. ერთ-ერთ მონაწილეობა, რომ ის იყო ქართუ ჯგუფის იურისტი, თუმცა ,,ქართუ’’ ჯგუფის იურისტი რა კავშირშია ქიბარ ხალვაშის წარდგენილ სარჩელთან კიდევ ცალკე საგანია და მე ვფიქრობ პირდაპირი კავშირი ამას საქმესთან არ აქვს,“-განაცხადა პაატა სალიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


