უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

14 იანვარი, 2026 13:24
font-size

მოლდოვას რუმინეთთან შეერთება დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება - ზაზა ბიბილაშვილი

მოლდოვას რუმინეთთან შეერთება დამოუკიდებლობის დაკარგვა კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება, -ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ,,ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.

„კობახიძეს და პაპუაშვილს მორიგი პროპაგანდისტული კამპანია გაუჩაღებიათ – ამჯერად, მოლდოვის პატრიოტი (ანტირუსი) ლიდერის, მაია სანდუს, წინააღმდეგ – აქაოდა, როგორ თქვა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რუმინეთთან გაერთიანებას დავუჭერდი მხარსო. დამოუკიდებლობის დაკარგვას ემხრობა, ეგაა თქვენი ევროკავშირიო. ეს რუსული ჭუჭყი ამას, ცხადია, შეგნებულად და გამიზნულად აკეთებს. განა არ იციან, რომ:

მოლდოველები რუმინელები არიან; რომ რუსეთის იმპერიამ ხელოვნურად ჩამოათალა რუმინეთს მოლდავეთის ეგ ნაწილი (ნაწილი დღესაც რუმინეთშია); რომ რუმინეთთან შეერთება “დამოუკიდებლობის დაკარგვა” კი არა, ქვეყნისა და ხალხის გაერთიანება და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება.

აი, წარმოიდგინეთ, კახეთი რომ ცალკე სახელმწიფო იყოს რუსული ჩათლახობის გამო და კახეთის პრემიერმა რომ თქვას, საქართველოსთან გაერთიანება მინდაო და ამის გამო ჩეჩნეთის “პრეზიდენტმა” – რუსის მონამ – რომ გააკრიტიკოს, დამოუკიდებლობა არ სდომებია მაგასო – ზუსტად ამას აკეთებენ ახლა რუსქოცები.

მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება, თუ ეს მოხდა, მორიგი გეოპოლიტიკური მარცხი იქნება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ წკავწკავებენ ისტორიის სანაგვისთვის განწირული სერგო ორჯონიკიძისა და ლიპარიტ ბაღვაშის შთამომავლები,“- წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი