მსოფლიო
მოლდოვას პრემიერმა რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი განმარტა
მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, პაველ ფილიპის, განცხადებით,ქვეყნიდან ხუთი რუსი დიპლომატის გაძევება, სპეცსამსახურებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
ამის შესახებ გამოცემა Publika წერს.
„ისინი პერსონა ნონ გრატად იმ ინფორმაციის საფუძველზე გამოცხადდნენ,რომელიც სპეცსამსახურებისგან მივიღეთ. ამაზე მეტის თქმა, ამ მომენტისთვის, არ შემიძლია. არ შემიძლია გაგიმხილოთ ყველა მიზეზი, რომელიც სპეცსამსახურებმა წარადგინეს“,-განაცხადა ფილიპმა.
მისივე თქმით, მას არც დიპლომატების სახელების და გვარების გამხელა შეუძლია.
გუშინ, მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხუთ რუს დიპლომატს უწყება გაუგზავნა, რომ მათ 24 საათის განმავლობაში რესპუბლიკა უნდა დატოვონ.
მოგვიანებით, მომხდარს მოლდოვას პრეზიდენტი, იგორ დოდონი Facebook-ში გამოეხმაურა და საგარეო უწყების ქმედებას პროვოკაციული უწოდა.
მან აღნიშნული ფაქტი დაგმო და თქვა, რომ ის „ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს“.
დოდონმა მომხდარში დასავლეთის კვალი დაინახა
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


