მსოფლიო
მოლდოვა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ჩარჩო შეთანხმებას მოაწერს ხელს
მოლდოვას პრეზიდენტის იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ჩარჩო შეთანხმებას გააფორმებს.
მისი თქმით, დოკუემნტის ხელმოწერა 3 აპრილს კიშინიოვში მოხდება, სადაც ვიზიტით ორგანიზაციის კომისია ჩადის, - წერს РИА Новости.
“სამ აპრილს კიშინიოვში ჩადის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომისია. ჩვენ ჩარჩო შეთანხმებას მოვაწერთ ხელს, თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს იმ პროცესს გაადვილებს, რასაც ქვია რუსეთის ბაზარზე ჩვენი ტვირთვის დაბრუნების დაჩქარება. არა მარტო რუსეთის, არამედ კავშირის სხვა წევრი-ქვეყნების ბაზარზეც“,-განაცხადა დოდონმა, მოსკოვში.
იგორ დოდონი ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკვე შეხვდა.
ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში რუსეთის გარდა სომხეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი და ყაზახეთი შედიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


