უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 ივნისი, 2017 15:10
font-size

მოლაპარაკება გვაქვს”ავერსთან”, რათა ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს ახალი შენობის აშენებამდე ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცეთ - დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტროს მოლაპარაკება აქვს კომპანია ”ავერსთან”, რათა ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს, ახალი შენობის აშენებამდე ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცეთ.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი წლის წინ სამინისტროს უკვე ჰქონდა საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის გამოყოფილი შესაბამისი შენობა, ბიუჯეტი და მომზადებული იყო პროექტი, თუმცა ის ვერ განხორციელდა, ვინაიდან, სახელმწიფოს მიერ შერჩეულ შენობაში სოციალურად დაუცველი პირები იყვნენ შეჭრილები.

” დღეს გვაქვს ასეთი ვითარება - უნივერსისტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილია მიწა, სადაც ვაპირებთ ავაშენოთ ინფექციური საავადმყოფოს შენობა. ახლა არის პროექტირების სტადია. იდეალურ შემთხვევაში, მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ იქნება იქ პაციენტების მიღება შესაძლებელი. ამიტომ ეს ორი წელი რომ გაუსაძლის პირობებში არ იყვნენ, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება და ალბათ, პრემიერთან საღამოს შეხვედრაზეც გვექნება საუბარი ამაზე, რომ მოველაპარაკოთ კომპანია ”ავერსს”, რათა მათ მოგვცენ საშუალება ამ პერსონალის განთავსების. თითქმის ნახევარ მილიონს ვიხდით იჯარის თანხას, დღეს არსებული საავადმყოფოსთვის და ეს ნახევარი მილიონი შეგვიძლია მოვახმაროთ შედარებით ნორმალური პირობების შექმნას. ვფიქრობ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, - განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, ”ავერსის” ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გახსნის პარალელურად, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ, ვინაიდან ცენტრის ექიმებს ამჟამად გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი