კომენტარი
მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ...ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები - გიგლა ბარამიძე
პოლიტიკური ექსპერტები უმჯობესია მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ ოპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვიან კარგად დაფიქრდნენ, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიძე მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას და ექსპერტების მხრიდან შეფასებებს გამოეხმაურა.
,,არსებობს ლიდერთა საბჭო, სადაც 15 პარტია შედის. ლიდერთა საბჭოს მთავარი მიზანი ოპიზიციის ერთიანობაა და ეს ჩვენ ადგილობრივ არჩევნებზეც დავადასტურეთ. გვსურდა და ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთიან კანდიდატის დასახელებაზე მოვუწოდებდით, იგივეს მოვუწოდებთ ახლაც. თუმცა, გამაღიზიანებელია ქართველი ვაი-ექსპერტების გაცხადებული მოსაზრებები, თითქოს დამოუკიდებლობას რომ ინარჩუნებენ და ამ დროს ბიძინა ივანიშვილს თვალებში შესციცინებენ. ამ ექსპერტებს თუ მოუსმენთ, ოპოზიციური პარტიები არ არსებობენ და მათ ნულოვან პარტიებად მოიხსენიებენ. ნულოვანი პარტიები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი ან ყიდულობს ამომრჩეველს ან ატყუებს, ან აშინებს, რომ სოციალურს მოუხსნის და დანარჩენ შედეგებს აყალბებს. ეს ძალიან კარგად იციან ამ ვაი ექსპერტებმა. ვინ დაარქვა მათ საერთოდ ექსპერტები, ან როდის დაირქვეს რომ ექსპერტები არიან? გადაავლონ თვალი ვინ არიან პოლიტსაბჭის ლიდერები, ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდანვე ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში და იბრძოდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენ ვითომ ექსპერტებს ჭიანჭველის ოდენა წონა არ ჰქონდათ საზოგადოებაში. საერთოდ მათი არსებობის შესახებ ორმა კაცმაც რომ არ იცოდა. ამიტომ, მოყუჩდნენ, დაოკდნენ და სანამ იპოზიციურ პარტიებზე რამეს იტყვის კარგად დაფიქრდნენ, ვისზე ლაპარაკობენ ეს ორ შაურად მიყიდული ექსპერტები". - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


