მსოფლიო
მოგიწოდებთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისკენ - მსოფლიო პატრიარქი
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას. აღნიშნული მიმართვა ვებგვერდ orthodoxia.info-ზეა გამოქვეყნებული.
„ყველა ჩვენი ძალისხმევის რეალიზება მოსალოდნელია 6 იანვარს, როდესაც ჩვენ ვაპირებთ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ჩუქებას და დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთან ერთად“, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს.
„თუკი გადავწყვეტთ ჩვენი ძმების იგნორირებას, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, - ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.
15 დეკემბერს კიევში გამაერთიანებელი კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


