მსოფლიო
მოდელირებული ქრონიკა უკრაინულად - 2 დღის წინ „მოკლული“ რუსი ჟურნალისტი ცოცხალი აღმოჩნდა
2 დღის წინ „მოკლული“ რუსი სამხედრო ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალი ყოფილა. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი გრიცაკმა განაცხადა. ჟურნალისტის „მკვლელობა“ სპეცოპერაცია იყო, რომლის მიზანი იყო უკრაინაში დაგეგმილი ტერორისტული აქტების დამკვეთების გამოვლინება.
გრიცაკის განმარტებით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბაბჩენკოს მკვლელობა იგეგმებოდა. მისი თქმით, უწყებამ ინფორმატორებთან „კონფიდენციალური თანამშრომლობა“ დაამყარა.
მიღებული ინფორმაციის შემდეგ დაიწყო სპეცოპერაცია, რომელშიც იყო დაცული „კონსპირაციის მაქსიმალური ზომები“. გრიცაკს არ დაუსახელებია, რამდენი ადამიანი იყო საქმის კურსში.
სპეცოპერაციით დადგინდა, რომ ბაბჩენკოს „მკვლელობას“ რუსული სპეცსამსახურები ამზადებდნენ.
„ბაბჩენკოს მიმართ ტერორისტული აქტის მომზადება იყო რუსული სპეცსამსახურების ოპერაციის მხოლოდ ერთი ელემენტი, რომლის მიზანია იმ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების განადგურება, რომლებმაც თავისი პოლიტიკური მრწამსის გამო იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ რუსეთი და ეცხოვრათ უკრაინასა და ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში“, -დასძინა გრიცაკმა.
რუსეთის სპეცსამსახურებმა დაგეგმილი მკვლელობისთვის გადმოიბირეს უკრაინის მოქალაქე, ვინმე „გ“, რომელსაც დაავალეს ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ იმ ხალხის მოძებნა, ვინც განახორციელებდა ტერორისტულ აქტებს. „გ“-მ 30 000 დოლარის სანაცვლოდ შესთავაზა თავის ნაცნობს, უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ომის ყოფილ მონაწილეს, ბაბჩენკოს მოკვლა. გრიცაკის თქმით, წინასწარ მკვლელებს 15 000 დოლარი გადასცეს.
გრიცაკმა დაამატა, რომ ფულის გარდა ორგანიზატორმა რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით „მკვლელობის“ შემსრულებელს მესენჯერით გადასცა ბაბჩენკოს დოსიე, რომელიც შეიცავდა დაწვრილებით ინფორმაციას ჟურნალისტის პირადი ცხოვრებისა და მისი საქმიანობის შესახებ.
თვითონ ბაბჩენკომ განაცხადა, რომ „მკვლელობის“ ინსცენირებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახური 2 თვის განმავლობაში ემზადებოდა, თვითონ ჟურნალისტმა ამის შესახებ ერთი თვის წინ შეიტყო.
„ამ თვის განმავლობაში ვხედავდი, როგორ მუშაობდნენ ბიჭები, როგორ თხრიდნენ, კამეჩებივით, როგორ ხნავდნენ. მთელი თვის განმავლობაში ხაზზე ვიყავით, ვფიქრობდით, ვამუშავებდით, ვმოქმედებდით და ეს შეჯამდა ამ სპეცოპერაციით, რომლის შედეგად დანაშაული დამტკიცდა“, -აღნიშნა ბაბჩენკო.
„ჩემი საქმე შევასრულე. ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ვერ მოესწრებიან“, - დაამატა ჟურნალისტმა.
ჟურნალისტმა ბოდიში მოუხადა მეგობრებსა და ოჯახს, რომლებმაც არ იცოდნენ დადგმული მკვლელობის შესახებ.
„მაპატიეთ, რომ გაიძულეთ ამის გადატანა, მაგრამ სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლებოდა“, -დასძინა ბაბჩენკომ.
გრიცაკმა დაამატა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 30 ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა, ძირითადად ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან, ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებენ. თვითონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის რამდენიმე „პოტენციური მსხვერპლის“ სახელია ცნობილი.
ინფორმაცია ბაბჩენკოს „მკვლელობის“ შესახებ ორშაბათ საღამოს გავრცელდა. როგორც უკრაინული მედია წერდა, სამხედრო ჟურნალისტი ზურგში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით „დაიღუპა“.
ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის სპეცსამსახურები დანაშაულს დგამენ რუსი კოლეგების საქმიანობის გამოვლენის მიზნით. მსგავსი ხმაურიანი სპეცოპერაცია 2016 წელს ჩატარდა. მაშინ უკრაინელი სამართალდამცველები ცდილობდნენ, აღეკვეთათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილი ოფიცრის, ილია ბოგდანოვის მოტაცება, რომელიც უნდა მომხდარიყო რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


