კომენტარი
მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს - ნინო ლომჯარია
გარკვეულ შემთხვევებში აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 16 დეკემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაზე საუბრისას.
ომბუდსმენი ასევე დავით კირკიტაძის დაკავებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაა.
"ეს არის სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს კომპეტენცია. მე ვფიქრობ, რომ ორი დღის წინანდელ აქციაზე იყო გარკვეული დარღვევები, გარკვეულ შემთხვევებში მათ შორის, აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების ფორმებსა და ფარგლებს. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იყოს წარმოებული ობიექტური, მიუკერძოებელი გამოძიება. ჩვენ მთელი დღის მასალებს ვსწავლობთ, რათა დავადგინოთ, ვისი მხრიდან ჰქონდა გადაცდომას ადგილი, მათ შორის იმას, თუ როგორც შეასრულეს თავისი ფუნქცია პოლიციელებმა, ხომ არ ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტებას და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი მოსაზრებები. ყველა ასეთ დელიკატურ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება მხოლოდ ცალმხრივი არ იყოს", - განაცხადა ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


