უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 აპრილი, 2018 16:40
font-size

მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე მდგომარეობაზე - დავით დონდუა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანებიან. მინისტრის მოადგილის დავით დონდუას შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში დეტალურად არის ასახული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ დოკუმენტში დეტალურადაა ასახული ის მძიმე მდგომარეობა, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზეა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით არსებობს. კერძოდ, ხაზგასმულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების- ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე რუსეთის ათასობით ჯარისკაცისა და მესაზღვრის უკანონო ყოფნა. ასევე აღნიშნულია, რომ 300.000 იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე და უხეშად ირღვევა მათი საკუთრების უფლება. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გრძელდება ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლება და შედეგად სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყლის მიწოდებასა და სასაფლაოებზე წვდომის შეზღუდვაზე. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, მათ შორის, საქართველოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან. ხაზგასმულია, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვამ კიდევ უფრო დაამძიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებით ეს ეხება გალის მოსახლეობის, საიდანაც ბავშვები ქართულ სკოლებში განათლების მისაღებად ყოველდღიურად კვეთდნენ საოკუპაციო ხაზს. აღნიშნულია, რომ ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა ცხინვალის რეგიონის სკოლებსა და საბავშვო ბაღებშიც. ანგარიში საუბრობს მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგებზე აფხაზეთის რეგიონში იმ პირობებში, როცა გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის პედაგოგებმა თუ მოსწავლეებმა არ იციან რუსული ენა. ხაზგასმულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია გალის რაიონში არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულია, რომ ე.წ. დოკუმენტების მხრივ არსებული გაურკვეველი ვითარება აისახება გალის მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დამატებით შეზღუდვაზე; ყურადღება ეთმობა ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელობას. აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა შეაჩერა საქმის მსვლელობა. ხაზგასმულია, რომ საქართველოს ძალისხმევის შედეგად მკვლელი იმყოფება ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაზე. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები ზღუდავენ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციების წვდომას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას ადამიანის უფლებების კუთხით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინსტრის მოადგილემ დავით დონდუამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის 2016 და 2017 წელს გამართული არჩევნები, არჩევნების პირობებში არსებული თავისუფალი მედიაგარემო და აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. დავით დონუდამ აღნიშნა, რომ ანგარიშში ხაზგასმულია ის პროგრესი, როემლიც მიღწეულია ციხეებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც განპირობებულია, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკული ღონისძიებებით.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ტრადიცულად, სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დამატებითი ძალისხმევას მოითხოვს: “ანგარიშში ასევე ტრადიციულად მოყვანილია, ოპონენტების მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია სწორედ, როგორც ოპონენტთა მოსაზრება და არა სახ.დეპ-ის შეფასება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანობაში სახ.დეპ-ის ანგარიში, რომელიც საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტია და ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, საქართველოში ადამინების უფლბების დაცვის კუთხით არსებულ გარემოსთან მიმართებით, პოზიტიური დამოკიდებულებას გამოხატავს“, განაცხადა დავით დონდუამ.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი