კომენტარი
მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე - ეკა ბესელია
ბოლო რეპრესიების და მკაცრი პოლიტიკის ფონზე ისევ სასამართლოს ხელით, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ უკვე მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე, - ასე აფასებს, დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია საქალაქო სასამართლოს მიერ "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე დამდგარ განაჩენს.
დეპუტატის თქმით, პარლამენტმა ნიკა მელიას საპარლამენტო მანდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ უნდა იჩქაროს და მას შეუძლია, სასამართლოს ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდოს.
"2013 წელს დაიწყო ეს საქმე და ახლა 2019 წელი სრულდება. ამდენი წლის განმავლობაში - 6 წელი დაკიდებული საქმე, როგორც წესი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ბერკეტია, რადგან სწრაფი მართლმსაჯულება, რომელიც არის ერთ-ერთი პრინციპი, თავის დროზე უნდა განახორციელო და როცა 6 წლის განმავლობაში გრძელდება ეს საქმე, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აცოცხლებ საქმეს და ააქტიურებ იმის შესაბამისად, რამდენად სჭირდება ეს ოპონენტის დევნას. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩანს საქმეში.
ეს სამწუხარო სურათია და ბოლო რეპრესიების და მკაცრი პოლიტიკის ფონზე ისევ სასამართლოს ხელით, ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა ქმნის სურათს, რომ უკვე მმართველმა პარტიამ დემოკრატიის ნიღაბი ჩამოიხსნა და გადავიდა რეპრესიულ მოქმედებებზე," - განაცხადა ბესელიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულების, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. 332-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, რაც სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა. (ქონების დამალვა მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით).
რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, ადეიშვილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას სასჯელის სახით ხუთი წელი და სამი თვე მიესაჯა.
ამასთან, ნიკა მელიას დამატებით სასჯელად ორი წლით და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


