მსოფლიო
მხარდამჭერების მიერ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საქმეზე გამოძიება დაიწყო
კიევის პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი საქმე აღძრა მხარდამჭერების მიერ დაკავებული მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გამო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოძიება დაწყებულია უკრაინის სსკ-ის 343-ე მუხლის მიხედვით, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობაში ჩარევას. ის ითვალისწინებს ჯარიმას, გამოსასწორებელ სამუშაოებს ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვემდე ვადით.
ოდესის ექს-გუბერატორი დღეს დააკავეს. სპეცრაზმელებმა ის მანქანაში ჩასვეს, თუმცა კიევის ცენტრიდან მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა სააკაშვილის მხარდამჭერების წინააღმდეგობის გამო.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეამტვრიეს იმ მანქანის კარები და ფანჯრები, რომელშიც დაკავებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი იჯდა და იქიდან გამოიყვანეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


