მსოფლიო
მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან - დონალდ ტრამპი
ამერიკის 45-ე პრეზიენტის დონალდ ტრამპის თქმით, G20-ის სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტს მკაცრად ესაუბრა.
ამის შესახებ ტრამმა Reuters-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობებია, რომლის ფარგლებში უამრავი სიცოცხლე შეიძლება იქნას გადარჩენილი, მაგალითად, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება“,- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, პუტინისთვის პირდაპირ კითხვაზე -ერეოდა თუ არა იგი ამერიკის არჩევნებში, რუსეთის პრეზიოდეტმა კატეგორიულად უპასუხა, რომ „არა“.
„მე მას ვკითხე: „შენ ეს გააკეთე?“; მან მითხრა: „არა, არ გამიკეთებია“. შემდეგ მეორეჯერ დავუსვი მას ეს კითხვა. მან კიდევ ერთხელ უარყო ეს“,-აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


