კომენტარი
მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან - ეკა ბესელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია თბილისის მერიის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის საკითხის განხილვას სასამართლოსადმი მიზანმიმართულ შეტევად აფასებს.
მისი თქმით, რუსთავი 2 და კომპანიის გენერალური მდივანი, ნიკა გვარამია სასამართლოზე პირდაპირ შეტევას ახორციელებენ.
„ვითარება საკმაოდ გართულდა უკვე და როგორც ვხედავთ, ძალიან ღიად, დაუფარავად, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე, მიზანმიმართულად მიმდინარეობს შეტევა სასამართლოზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და მისი გენერალური დირექტორის მხრიდან, რომელიც არ ერიდება მოსამართლეების მიმართ პირდაპირი შეტევის განხორციელებას. ეს არის კლასიკური მაგალითი სასამართლოზე ზეწოლის განხორციელების,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, მერიამ სტიქიით დაზარალებულებს დახმარება გაუწია და ამის განხილვას მსგავს პოლიტიკურ ჭრილში დაუშვებლად მიიჩნევს.
,,იმ ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც სტიქიით დაზალარებულთა მიმართ უპრეცედენტო სოლიდარობა განხორციელდა და იყო ძალების სრული მობილიზება სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ამ პროცესში გაწეული დახმარება თუ აუცილებელი გადაწყვეტილების განხილვა პოლიტიკურ ჭრილში, მიმაჩნია სრულიად დაუშვებლად და სრულიად გაუმართლებელ ქმედებად’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესლეიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


