კომენტარი
მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოაშკარავონ, იყო თუ არა ჩემი შვილი მოძალადე, არაფერი არ დამალონ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიმართა 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, გამოაქვეყნონ ინფორმაცია, იყო თუ არა მისი შვილი მოძალადე.
როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვრცელდება ცნობები, რომ დავით სარალიძე სხვებზე ძალადობდა და ფულს სძალავდა.
სარალიძის თქმით, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, მაშინ დადგება სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.
„ვრცელდება „ფეისბუქსა“ და სხვა წყაროებით, რომ ჩემი შვილი არის გამომძალველი, ვიღაც-ვიღაცებს ტუალეტში აყოფინებდა თავს და ა.შ.. მივმართავ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ გამოააშკარაონ ჩემი შვილის ვინაობა, თუ იყო მოძალადე, თქვან, არ დამალონ არაფერი. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდება, მეთანხმებით ალბათ, რომ 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ არ იყო მოძალადე, ადგნენ და გამოააშკარაონ ყველაფერი. ვერ ვხედავ ვერცერთ ნაბიჯს, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან", - განაცხადა სარალიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


