კომენტარი
მივიღეთ გზავნილები აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შესახებ - დავით ბაქრაძე
საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში, - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ.
მისი შეფასებით, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„ვიცე-პრემიერ მაიკ პენსთან შეხვედრის დროს ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ამ კუთხით აშშ-ის ურყევი პოზიციის შესახებ. მივიღეთ გზავნილები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და მისწრაფებების აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერების შესახებ. ასევე, საუბარი შეეხო ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული საკითხების გაღრმავებისადმი მზაობას აშშ-სა და საქართველოს მხრიდან. შემდგომი შეხვედრები უკვე გამსჭვალული იყო ამ პოზიტიური სულისკვეთებით და, რასაკვირველია, არის მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელიც ქართულმა მხარემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მდივანთან ხელშეკრულების ხელმოწერა მაღალი სანდოობის კიდევ ერთი დასტური იყო.
„საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე, სანდო პარტნიორს რეგიონში საიდუმლოების დაცვისა და კონტრტერორისტულ საკითხებში თანამშრომლობის თვალსაზრისით. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ასევე იქნება ერთგვარი დოკუმენტი, რომელიც სათავეს დაუდებს კიდევ სხვა ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უსაფრთხოების კუთხით. შეხვედრები შედგა კონგრესში, სენატორებთან, რითაც ერთი მხრივ ჩვენ გამოვხატეთ მადლიერება იმ მხარდაჭერისადმი, რომელიც საქართველოს არაღიარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით გამოხატა კონგრესმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


