კომენტარი
მივესალმები, რომ ორივე ორგანიზაცია შეკრებისა და მანიფესტაციის ფორმას არ იყენებს სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის - ზაქარია ქუცნაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიესალმება ლგბტ-აქტივისტებისა და „ქართული მარშის“ გადაწყვეტილებას აქციების გაუქმების შესახებ. დეპუტატი შეფასებით, მისაღებია, როცა ჯგუფები მოქმედებენ, როგორც საზოგადოებაში „მშვიდობის შემომტანები“.
„ქართული საზოგადოებისა და ამ მოწყვლადი ჯგუფების დამოკიდებულება იცვლება, რაც მისასალმებელია, როცა ისინი პროვოკატორებივით კი არ უნდა იქცეოდნენ, არამედ როგორც საზოგადოებაში მშვიდობის შემომტანები.
მე მივესალმები ორივე ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, როდესაც ისინი თავისი შეკრებისა და მანიფესტაციის ფორმას არ იყენებენ სხვა მოწყვლადი თემის პროვოცირებისთვის“, - თქვა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, დღეისთვის, 19 საათზე კანცელარიასთან დაგეგმილი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქცია ლგბტ-აქტივისტებმა გააუქმეს. „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენელთა განმარტებით, მათ ეს ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გადადგეს.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია „ქართულმა მარშმაც“ გააუქმა და ეს ლგბტ-აქტივისტების გადაწყვეტილებით ახსნა.
17 მაისს აღინიშნება ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, 2014 წლიდან კი საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


