კომენტარი
მიუღებელია ზაზა ხატიაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება იმის გამო, რომ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატია - კახა კოჟორიძე
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ზაზა ხატიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, მიუღებელია ხატიაშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენება იმის გამო, რომ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატია.
„მე მოვისმინე მის მიმართ გარკვეული შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არის ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. საერთაშორისო თუ ქართული სტანდარტებით დაუშვებელია, რომ კლიენტი გაიგივდეს ადვოკატთან. როგორც საოპერაციოში შესული ქირურგის კრიტიკა არ შეიძლება იმის გამო, რომელ პაციენტს გადაარჩენს, ასევე ადვოკატის კრიტიკა არ შეიძლება იმის მიხედვით, თუ ვისი ადვოკატია“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ისაუბრა ასევე “ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც მედიაში გავრცელებული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია.
როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, აუდიოჩანაწერების მონტაჟი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შინაარსი შეცვლილია და არც იმას ნიშნავს, რომ შინაარსი შეცვლილი არ არის.
„ჩანაწერების შინაარსში ვერ შევალ. ერთი ვიცი, რომ მონტაჟი ავტომატურად არ ნიშნავს არც იმას, რომ შინაარსი შეცვლილია და არც იმას, რომ შინაარსი შეცვლილი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ავთენტიკური ჩანაწერები, რათა გაირკვეს, რაზეა საუბარი. მთლიანობაში ეს კონკრეტული ჩანაწერი არ შეიძლება გახდეს დასკვნების გამოტანის საფუძველი, პროფესიული სამართლებრივი სტანდარტი ამას მოითხოვს.
მესმის, რომ გარკვეულ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი ინტერესები, თუმცა ამ შემთხვევაში ვსაუბრობ პროფესიული სტანდარტიდან გამომდინარე. ამიტომ ვამბობ, რომ გამოძიების გაგრძელება, მტკიცებულებების შეგროვება, შემდეგ გაანალიზება და დასკვნების ამის შემდეგ გამოტანა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი დღეს ზაზა ხატიაშვილის პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც ხატიაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მედიით გავრცელებულ ვანო ჩხარტიშვილის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით ბრიტანული საექსპერტო კომპანიის დასკვნა წარადგინა.
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ კიდევ ერთი ბრიტანული საექსპერტო კომპანიის, „დილიჯენსის“ დასკვნით, ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები არის ხელით მანიპულირებული, გადაკეთებული ან სხვადასხვა დროსა და ადგილას გაკეთებული ჩანაწერების მონტაჟი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


