მსოფლიო
მითხრეს, მალდივებზე ერთწლიან საგზურს გიყიდით, ოღონდ თავი დაგვანებე - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლებამ მის მოსაშორებლად ჰოლანდიაში წასვლას ან მალდივებზე 1 წლის გატარებას სთავაზობდა.
„ლუცენკომ გუშინ თქვა - ჩვენ მას დავაპატიმრებთ, მაგრამ მას შეუძლია ქვეყნიდან წასვლა. ანუ, სახელმწიფო დამნაშავეა, მაგრამ ქვეყნის დატოვება შეუძლია. მაგრამ, თუკი არ წავა, ჩვენ საქართველოს გადავცემთ. სადმე გინახავთ ასეთი იურიდიული პრეცედენტი? ისინი მეუბნებიან, თუ არ გინდა, დიდი უბედურება შეგემთხვას, აგიღებთ ბილეთს ნიდერლანდებში ან თუნდაც მალდივებზე გიყიდით ერთწლიან საგზურს 2019 წლამდე, ოღონდ თავი დაგვანებე“, -თქვა სააკაშვილმა ტელეარხ NewsOne-ის გადაცემაში „Украинский формат“.
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა არ გამორიცხა, რომ მოკლან და ამაში დაადანაშაულონ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


