მსოფლიო
„მიშა-მაიდანის მოლოდინში” - მიხეილ სააკაშვილის აქციის გამო კიევში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული
კიევში, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, უკრაინის რადას შენობასთან აქციას მართავს.
ისინი პარლამენტისგან სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, საარჩევნო კოდექსის შეცვლასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.
მიტინგის გამო შეზღუდულია ქალაქშიც გადაადგილება.
კერძოდ, სამთავრობო კვარტალთან, სადოვაიას, გრუშჩევსკისა და შელკოვიჩნი ქუჩებზე იმ ადამიანების შემოწმება მიმდინარეობს, ვინც უმაღლეს რადეაში აპირებს მოხვედრას.
გარდა ამისა, იმ ადგილზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, პოლიცია ადამიანებს ჩანთებს და მანქანების საბარგულებს ამოწმებს.
სახალხო დეპუტატმა სერგეი ლეშჩენკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა ქუჩა გადაკეტილია.
„მიშა-მაიდანის მოლოდინში, ხელისუფლებამ პოროშენკოს ადმინისტარაციის მისადგომები ეროვნული გვარდიის ტექნიკით ჩაკეტა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარშემო კვარტლები დღეს საღამოს დაპირისპირების ზონად გადაიქცევა, მიმდებარე ქუჩებში უკვე განთავსებულია ეროვნული გვარდიის ავტომობილები“,-დაწერა დეპუტატმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


