კომენტარი
მინისტრების ცვლილება არ არის სისტემური ცვლილება, კვირკაშვილს ვეუბნები, რომ შემდეგი გაჩერება იქნებით თქვენ - ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ მთავრობის ცალკეული მინისტრების შეცვლა, ქვეყანაში ძირეულ ცვლილებებს არ ნიშნავს.
როგორც ინაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ძირეული ცვლილებებისთვის საჭიროა თვითონ პრემიერ-მინისტრის გადადგომა.
მისივე აზრით, გიორგი კვირიკაშვილის მიერ განხორციელებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ ჩაცხრეს ის ბრაზი, რომელიც ხალხშია და ის პროტესტი, რომელიც ოპოზიციაში არსებობს.
„კვირიკაშვილის მთავრობა ხელისუფლებაში ერთადერთი მიზნით მოვიდა, რომ როგორმე შეეტანა პარლამენტში და შემდეგ უკვე ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოება. ეს მიზანი უკვე მიღწეულია. მათთვის ეს იყო საეტაპო ამოცანა. ახლა უკვე საჭიროა მიმოიხედონ გარშემო და ჩააქრონ ის ვნებათაღელვა და სიბრაზე, რაც ხალხში არსებობს და ის პროტესტი, რომელიც ოპოზიციაშია.
კვირკაშვილის მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი თვითონ შექმნა და ახლა ამ სიტუაციიდან გამოსვლაა მათთვის საჭირო.
ეს არის პოლიტიკური სპექტაკლის უკვე მეორე აქტი და ეს არის ვფიქრობ, ერთგვარი სამშვიდობო ოპერაცია, რომ ჩაქრეს პროტესტი.
თუ ჩვენ ძირეულ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მაშინ თვითონ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, როგორც ამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი და მე ვეუბნები მას, რომ შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით! ცალკეული მინისტრების ცვლილება არ არის სისტემური ცვლილება და ძირეული ცვლილება. ბევრი კითხვაა, იგივე, რატომ უერთდება ამავე ხელისუფლების შეფასებით, წარმატებული ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს? საგარეო დაზვერვის სამსახური სუს-ს? ოპტიმიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზაცია და ცენტრალიზაცია ისე მოხდეს, რომ ოქროს შუალედი იყოს დაცული, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როდესაც გააზრებული გაქვს რას აკეთებ. ყველაფერი ეს ხდება კვირიკაშვილის პერსონალური გადარჩენისთვის“,-აღნიშნა ინაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


