კომენტარი
მინდა, ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო აბსოლუტურად ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის - ოთარ აბესაძე
თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე ყველა ადამიანს, ვინც მის მიმართ სოლიდარობა გამოიჩინა, მადლობას უხდის.
როგორც აბესაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, ის აპირებს, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული ყველა პირობა აბსოლუტურად ყველაფერი ზედმიწევნით შეასრულოს.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ასეთი სოლიდარობა გამოიჩინა ჩემს მიმართ. ასევე მინდა, ძალიან დიდი ბოდიში მოვუხადო აბსოლუტურად ყველას, შექმნილი ძალიან დიდი უხერხულობისთვის და ამ მდგომარეობისთვის. აბსოლუტურად ყველაფრის ზედმიწევნით შესრულებას ვაპირებ, რაც სასამართლომ ამ ეტაპზე დამაკისრა. პროცესები გაგრძელდება და ყველაფერს დააკვირდებით თქვენ. დანარჩენ შეკითხვებს ჩემი უფლებადამცველები გასცემენ პასუხს, ახლა კი თუ შეიძლება ჩემ ოჯახთან გამიშვით“, - განაცხადა ოთარ აბესაძემ.
ცნობისათვის, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე დღეს წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. ადვოკატებმა აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


