კომენტარი
მიხეილ სააკშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, ჩვენს კოლეგებთან დიალოგი აღარ გვქონია - თეა წულუკიანი
პირადად მე და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში უკრაინაში, ჩვენს კოლეგებთან დიალოგი აღარ გვქონია, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, როგორ და რა ვადებში განიხილავს უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნას, მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენციაა.
„პრინციპში, სადიალოგოც არ არის ბევრი, რადგან ჩვენ 2014 წლიდან ჯერ პროკურატურის, ხოლო შემდეგ იუსტიციის სამინისტროების დონეზე რამდენიმე თვის წინ გვქონდა დიალოგი. ყველანაირი დოკუმენტაცია და მოთხოვნები არის გადაგზავნილი. როგორც იცით, 2014-2015 წლებში უარი შემოვიდა ჩვენს მოთხოვნებზე. ბოლოს მოთხოვნილ იქნა კიდევ ერთხელ დადასტურება იმისა, რომ კვლავ ძალაში იყო ჩვენი ექსტრადიციის მოთხოვნა, რაც რამდენიმე ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამ დღეეებში რაიმე სიახლე არ ყოფილა. ჩვენს მოთხოვნას როგორ განიხილავს უკრაინული მხარე, რა ვადებში და რა მეთოდით, ეს არის მთლიანად უკრაინული სახელმწიფოს კომპეტენცია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, უკრაინაში გაგზავნილი დოკუმენტაცია, ქმნის მყარ საფუძველს, რომ სურვილის შემთხვევაში, ექსტრადიციის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


