მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს სახელწმიფო გადატრიალების მცდელობაში არ ვადანაშაულებთ - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არაა ეჭვმიტანილი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.
„ჩვენ არ მივიჩნევთ მიხეილ სააკაშვილს ეჭვმიტანილად. ჩვენ მის მარჯვენა ხელს, სევერიონ დანგაძეს ვადანაშაულებთ გადატრიალებისა და ამის დაფინანსების მცდელობაში. თვითონ სააკაშვილს ვადანაშაულებთ მხოლოდ კურჩენკო-იანუკოვიჩის დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ხელშეწყობაში“, - თქვა ლუცენკომ ტელეარხ ZIK-ის ეთერში.
გენპროკურორის თქმით, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ სააკაშვილის დასაკავებლად, რადგან გამოძიებას აწარმოებენ.
„ამ საქმეზე გამოძიებას უკრაინის უშიშროების სამსახური აწარმოებს, ამიტომ მათმა გამომძიებლებმა გადაწყვიტეს მისი დაკავება. ფაქტობრივად, მან ამაზე უარი თქვა, როცა მანქანიდან გაიქცა. ამის შემდეგ ის სხვადასხვა ადგილას იმალებოდა და ეროვნული პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მასზე ძებნის გამოცხადების შემდეგ“, -აღნიშნა ლუცენკომ.
მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მასზე ძებნა გამოაცხადა სისხლისსამართლებრივი კოდექსის სამი მუხლით. გენპროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული საპროტეტსო აქციების მიზანი იყო უკრაინის ხელისუფლების დამხობა და უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, კერძოდ, მისი თანამებრძოლისა და გაქცეული ბეზნესმენის, სერგეი კურჩენკოს დანაშაულებრივი ჯგუფების მხარდაჭერა.
11 დეკემბერს კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და სააკაშვილი გაათავისუფლა. პროკურატურა ოდესის ყოფილი გუბერნაორისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი შინაპატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდების მხარეს მისი მიღებიდან 5 დღის განმავლობაში შეუძლია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


