მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში შემოსვლის საფუძველი არ არსებობს - უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ. ამის შესახებ უწყებაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილმა ჟურნალისტს უკრაინის მიმართულებით შეძენილი ავიაბილეთიც წარუდგინა.
„აღნიშნული პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და 2021 წლამდე უკრაინაში მისი შემოსვლის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


