კომენტარი
მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი კლინიკა ვივამედში წარუდგინეს.
გიორგი ჩალაძე აღნიშნავს, რომ მთლიანი საქმე არის "ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღებაზე" და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ბრალი დადასტურებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
„ბატონ პრეზიდენტს დღეს ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურამ წაუყენა ბრალი მის პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთებული არის მართლმსაჯულების პროცესის, ე.წ. სასამართლო პროცესის დროს, მისი ჩართვისას. ეს არის მისი ფუნდამენტური უფლების დარღვევა, ამ პირობებშიც კი, როდესაც სრულიად პოლიტიკურია სრულიად მისი მართლმსაჯულება და მის გარშემო ყველა საკითხი.
ბრალი ეხება ნამდვილად მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ივანიშვილის ზვიგენთან დაკავშირებით, რომლის ოფიციალურ პოზიცია პრეზიდენტი სააკაშვილის და მიმართვა ივანიშვილის ზვიგენისთვის, დღეს, რამდენიმე ხანში, მისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით გაკეთდება.
ისედაც, ფაქტობრივად, უვადოდ და ყველა შეზღუდვის ძალაში ყოფნის შემთხვევაში, პრეზიდენტი სააკაშვილისთვის დამატებითი ბრალის წარდგენა არაფერია, გარდა დეკლარილებულად უკვე, თუკი ვინმე დარჩა ამ ქვეყანაში, ვისაც ეჭვი ეპარებოდა, რომ ეს არის პოლიტიკური ბრალდება და პოლიტიკური პატიმრობა, ახლა ეს დადასტურდა ამ ბრალის წარდგენით, მეტი არაფერი.
ჩვენ მზად ვართ, რამდენიც დასჭირდება საქართველოს ვიბრძოლოთ იმ ძალიან ბევრ საღად მოაზროვნე ადამიანებთან ერთად, რომლებსაც რუსული მმართველობა და ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის პროკურატურა ცდილობს, რომ რამით შეგვაშინოს და ჩვენი ხმა გააქროს. ეს ვერ მოხდება და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
სანქციებიც იქნება, პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად თავის სიტყვას იტყვის და ამას მოყვება საერთაშორისო რეაგირება.
ეს არის რუსული კალკი, პირდაპირ გადმოაქვთ რაც არის რუსეთში, ისე როგორც, შეგვძლია ვილაპარაკოთ, დაჭერები მათივე წარმომადგენლობის ვითომ კორუფციით და ფულის ამოღებით, ეს არის რუსული კალკი, რუსული მეთოდებია.
შემიძლია დაგიდასტუროთ, უკრაინის კონსულის შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურად პასუხად მოიწერეს, რომ ტექნიკური მიზეზებით გადავადება მოხდა, შემდგომ შეტყობინებამდე. ჩვენ სამართალზე ისედაც არ ვლაპარაკობთ, მაგრამ პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებშიც კი სრულიად გაუგონარი რამეა. ეს არის რუსული ხელწერა პირდაპირ, მეტი არაფერი.
აქ სამართლის ნასახი არ არის, ფურცელზე დაწერილი სიტყვები არის პოლიტიკური განაჩენი, ივანიშვილის გამოტანილი. ჩვენ გვქონდა "პიჯაკების საქმე", ახლა გვაქვს "ბიძინა ივანიშვილის ზვიგენის შევიწროვების საქმე“. ბიძინა ივანიშვილის ზვიგენი და არა ზებრა გვიჩივის, რომ მის მიმართ გაკეთდა რაღაცა განცხადება. არ ვხუმრობ, ეს არ არის რაღაცა მოგონილი, ეს რეალურად ზვიგენის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებაა. ივანიშვილის ზვიგენთან სელფის გადაღებაზე არის მთელი საქმე, სასაცილოა," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ცნობისთვის - მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


