მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტიისთვის თანხების მოგროვება დაიწყო
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტიის „ ახალი ძალების მოძრაობა“ განვითარებისთვის თანხების მობილიზება დაიწყო.
ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, პარტიას ამბიციური გეგმა აქვს - უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასი შექმნას, რომელშიც არც ზემდგომი და არც მას დაქვემდებარებული რგოლი არ იქნება.
„ახალი ძალების მოძრაობამ“ ამბიციური მიზანი დაისახა - უკრაინაში ახალი პოლიტიკური კლასის შექმნა. ყველა ჩვენთაგანი - სრულიად ახალი ორგანიზაციის შექმნელებს, რომელშიც არ არიან უფროსები და დანიშნულები, თავისიანები ან სხვისიანები, ჩვენ გვინდა ხელისუფლებიდან „გადამყიდველები“ გავაძევოთ. ჩვენ გვსურს, გადაწყვეტილების მიმღები ოლიგარქები ხელისუფლებას მოვაშოროთ. უკრაინაში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ხალხი უნდა გახდეს, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია. გვჯერა, რომ ეს შესაძლებელია. საკუთარი თავით ვიწყებთ. გვსურს, დასაბამიდანვე სახელმწიფოსთან პატიოსანი ურთიერთობა ავაწყოთ და ვაცხადებთ პარტიის განვითარებისთვის სახსრების შეგროვების შესახებ. ჩვენ ამბიციური გეგმის რეალიზების სურვილი გვაქვს, რომ უკრაინა ზესახელმწიფო გავხადოთ“,-დაწერა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


